ფეხბურთი

13:11 | 18.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრებია და "დინამო თბილისის" ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი კარიერას „კრაიოვაში“ გააგრძელებს.

რუმინული მედიის ინფორმაციით, ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება. მექვაბიშვილი „კრაიოვასთან“ 4.5-წლიან გააფორმებს, ხოლო „დინამო თბილისი“ მის სანაცვლოდ 750 000 ევროს მიიღებს. გარდა ამისა, კონტრაქტში არსებული პუნქტით, მომდევნო ტრანსფერიდან ქართულ გუნდს თანხის 20% ერგება. "კრაიოვა“ რუმინეთის ჩემპიონატში ამჟამად მესამე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ანზორ მექვაბიშვილს „დინამოს“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 113 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს ნაკრებში დღემდე 13-ჯერ ითამაშა.

0.117516