ფეხბურთი

11:12 | 18.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილი გახდა, რომელ ფეხბურთელებლთან ჰქონდა კონფლიქტი მოურინიუს „რომაში“

„რომას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ იტალიური კლუბიდან გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს დაუპირსპირდა - წერს Corriere dello Sport.

წყაროს ცნობით, სპეციალისტს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა კრის სმოლინგთან, ლორენცო პელეგრინისთან, რიკ კარსდორპთან, ლეონარდო სპინაცოლასთან და რენატუ სანშეშთან.

აღნიშნულია, რომ მოურინიუს „რომადან“ წასვლა არა მხოლოდ კლუბის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მოხდა, არამედ გუნდში დაძაბულობის მიზეზითაც.

შეგახსენებთ, რომამ ჟოზე მოურინიუს გათავისუფლების შესახებ კლუბმა 16 იანვარს გამოაცხადა. კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი დანიელ დე როსიმ დაიკავა. მოურინიუ რომაულ კლუბს 2021 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა.

0.12404