„ნაპოლიმ“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მეორე ფეხბურთელი დაიმატა - ჰამედ ჟუნიორ ტრაორე.
კოტ დივუარელი შემტევი ნეაპოლელებმა ინგლისური „ბორნმუთიდან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ინათხოვრეს გამოსყიდვის უფლებით.
ტრაორე 2022 წლიდან „ბორნმუთში“ ირიცხებოდა, მაგრამ მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის იტალიას კარგად იცნობს, რადგან მანამდე „ემპოლის“ (43 მატჩი, 2 გოლი) და „სასუოლოს“ (111 მატჩი, 18 გოლი) ღირსებას იცავდა. ჰამედ ჟუნიორ ტრაორე ნაპოლის მეორე ახალწვეულია პასკუალე მაძოკის შემდეგ.
გარდა ამისა, "ნაპოლი" დატოვა მარჯვენა მცველმა ალესანდრო ძანოლიმ, რომელიც "აძურიმ" მიმდინარე სეზონის ბოლომდე "სალერნიტანაში" გაანათხოვრა.