ფეხბურთი

18:59 | 17.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "კვარაცხელიასნაირ ფეხბურთელთან ერთად თამაში უფრო ადვილი და კარგია"

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

არგენტინელ ფორვარდს ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად თამაშზე ჰკითხეს, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა:

„მნიშვნელოვან მატჩებში დიდ სტადიონზე გოლების გატანა ძალიან კარგია, იმედი მაქვს, რომ ჩემი გოლები გუნდს გამარჯვებაში დაეხმარება. რა იცვლება ჩემთვის, როდესაც კვარაცხელია არა ფლანგზე, არამედ ჩემს ზურგს უკან თამაშობს? მასთან ერთად თამაშის დროს ყველაფერს ვერგები, ცხადია, რომ მისნაირი ფეხბურთელის გვერდით ან უკან ყოლა, ყოველთვის კარგია“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 18 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.113381