ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ნიგერიის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგებაა და ყველაფერს გააკეთებს აფრიკის თასზე გასამარჯვებლად.
„აფრიკის თასის მოგება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იქნებოდა. „ნაპოლიში“ ისტორია დავწერე, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რა გავაკეთე, რამდენი გოლი გავიტანე, ჩემს კარიერაში ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი. თუმცა, აფრიკის თასის მოგებას თუ მოვახერხებ, ვიტყვი, რომ ყველაფერს მივაღწიე. ერთი სული მაქვს ნიგერიის ნაკრებში რაღაც მოვიგო.
აფრიკის ოქროს ბურთის მოგებაზე ყველა აფრიკელი ფეხბურთელი ოცნებობს. დამიფასდა შრომა, თავგანწირვა, ცრემლები და ოფლი. ჩემთვის ოცნება ახდა. ამაში დიდი წვლილი ნვანკვო კანუს და ჯეი-ჯეი ოკოჩას მიუძღვით, რომლებიც ჩემთვის შთაგონების წყარო იყვნენ. საამაყოა მათთან შედარება, არა საფეხბურთო თვისებებით, არამედ შედეგებით“, - თქვა ოსიმენმა.