ფეხბურთი

20:48 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას წარმომადგენლები დე ლაურენტისს ახალ კონტრაქტზე საუდის არაბეთში შეხვდებიან

ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები საუდის არაბეთში აურელიო დე ლაურენტისს შეხვდებიან და სავარაუდოდ, კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრებენ.

როგორც Il Mattino იტყობინება, მხარეები ამ საკითხს განიხილავენ. კვარაცხელიას ხელფასი ამჟამად წელიწადში 1.2 მილიონი ევროა, რითაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. წყაროს თანახმად, მხარეები კონტრაქტის 2028 წლამდე განახლებაზე ისაუბრების გარდა, ხელფასის გაზრდაზეც ილაპარაკებენ, კერძოდ, 3.5 მილიონი ევროდან 4 მილიონამდე.

თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული ინფორმაცია როდის მოხდება კონტრაქტის განახლება და ხელფასის ზრდა, ამ ეტაპზე მაინც უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის ნახევარფინალისთვის ემზადება, რომელშიც 18 იანვარს, „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

0.109792