კალათბურთი

2:54 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 11 მოხსნა და "ორლანდოს" გამარჯვება "ნიუ იორკთან"

NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ 3-მატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა და სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსი“ დაძაბულ ბრძოლაში 98:94 დაამარცხა.

გადამწყვეტი ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელიც ორლანდოელებმა 9 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.

გოგა ბითაძემ 29 წუთში 3 ქულა, 11 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მან განსაკუთრებით თავი დაცვაში კარგი თამაშით გამოიჩინა.

„მეჯიქის“ რიგებში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 20 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგებით და 18 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 18 იანვარს, სტუმრად „ატლანტასთან“ გამართავს.

დღესვე, ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“, რომელიც „ატლანტასთან“ 99:109 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა ამ შეხვედრაში 2 წუთზე ნაკლები დრო ითამაშა და შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. „სან ანტონიო“ 7 მოგებით და 32 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს, „ბოსტონთან“ ჩაატარებს.

0.114422