საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლისა და კაპიტნის გურამ კაშიას არჩევანი ფიფა The Best-ზე ცნობილია. ორივემ სამეულში ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, სანიოლმა პირველ ადგილზე, კაშიამ - მესამეზე. გურამმა საუკეთესოდ 2023 წელს ლიონელ მესი მიიჩნია.
ვილი სანიოლის არჩევანი:
1. ხვიჩა კვარაცხელია
2. ერლინგ ჰოლანდი
3. როდრი
გურამ კაშიას არჩევანი
1. ლიონელ მესი
2. კილიან მბაპე
3. ხვიჩა კვარაცხელია
კვარაცხელიამ ხმები სხვა მწვრთნელებისგან, კაპიტნებისგან და მედიისგანაც მიიღო. მაგალითად, კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა და მისმა თანაგუნდელმა ამირ რაჰმანიმ ის მეორე ადგილზე დაასახელა, კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კი მესამეზე.
შეგახსენებთ, რომ კონკრეტულად, The Best-ის ჯილდო, რომელსაც ფიფა 2016 წლიდან გასცემს, მესიმ მესამედ მოიპოვა. ფიფა საუკეთესოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელების, კაპიტნების, მედიისა და გულშემატკივრების გამოკითხვით ასახელებს.
მესიმ და ჰოლანდმა 48-48 ქულა მიიღეს. ნორვეგიელი მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა აირჩიეს, ხოლო არგენტინელი კაპიტნებმა და გულშემატკივრებმა. ფიფას წესდების მიხედვით კი, თანაბარ ქულებზე გამარჯვებული არის ის ფეხბურთელი, რომელსაც კაპიტნები აირჩევენ. ამიტომაც, გამარჯვება მესის ერგო. კილიან მბაპე ჯამში 35 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 7 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.