სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

0:59 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დიხამინჯია: "ერთი წლის წინ ეს ოცნება იყო, მაგრამ ქართველები ვართ და გულით ვთამაშობთ"

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრმა გიორგი დიხამინჯიამ ევროპის ჩემპიონატზე ბოსნიასთან გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ერთი წლის წინ ამაზე ფიქრიც კი, ოცნების ტოლფასი იყო.

„სიტყვები არ მაქვს, ეს ისტორიული მოგებაა. ერთი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის მოგება ჩვენთვის ოცნება იყო, დღეს კი რეალობაა. საქართველოში ორი ქულით ვბრუნდებით და ვზეიმობთ, ჩვენ ქართველები ვართ, გულით ვთამაშობთ. ქართული ხელბურთისთვის ეს დიდი შედეგია, ისევე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა. ვფიქრობ, ახლა ბევრმა იცის, რას ნიშნავს ხელბურთი საქართველოში“, - თქვა დიხამინჯიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში 1 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა ხელბურთელებმა ნიდერლანდებსა (29:34) და შვედეთთან (26:42) წააგეს, ხოლო ბოსნია დაამარცხეს (22:19).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118477