ფეხბურთი

19:32 | 15.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონფლიქტი ნიგერიის ნაკრებში

ნიგერიის ნაკრების ბანაკში, როგორც ჩანს, დაძაბული ვითარებაა. როგორც ცნობილი გახდა, ეკვატორულ გვინეასთან აფრიკის თასის პირველ ტურში წარუმატებელი მატჩის (1:1) შემდეგ ნიგერიელთა გასახდელში კონფლიქტი მოხდა.

თამაშის შედეგით გაბრაზებულმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იბრაჰიმ მუსა გუსაუმ ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. ის მოთამაშეებს ადანაშაულებს იმაში, რომ ეროვნული ნაკრებისთვის ბოლომდე არ იხარჯებიან.

პრეზიდენტის შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ვიქტორ ოსიმენიც იყო, რომელმაც ხსენებულ მატჩში ნიგერიელთა ერთადერთი გოლი გაიტანა, თუმცა, რეალური მომენტებიც გაანიავა.

აქვე გეტყვით, რომ ნიგერიის ნაკრები მეორე ტურში მასპინძელ კოტ დივუარს ეთამაშება.

0.118379