ფეხბურთი

10:28 | 15.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "დღეს მბაპეზე საუბრის დრო არაა"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა „ბარსელონასთან“ გამარჯვების (4:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, არაბი გულშემატკივრები გაახარეს. პერესს კილიან მბაპეზე ჰკითხეს, მაგრამ მან ფრანგზე საუბარს თავი აარიდა.

„ბედნიერი ვარ, რადგან გულშემატკივრები გახარებული არიან „რეალის“ კარგი თამაშის ნახვით. არაბეთში ბევრი გულშემატკივარი გვყავს და მათ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი საღამო ჰქონდათ.

ორთამაშიან ტურნირზე ნორმალურია, რომ ბევრი გოლი გაიტანო, ხალხს სიამოვნება მივანიჭეთ და აქაურ გულშემატკივარს ვაჩვენეთ, რომ შესანიშნავი გუნდი გვყავს. ვინისიუსი ყოველთვის ბრწყინავს, დღეს მან ასეთი საღამო დაიმსახურა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.

მბაპე? ნამდვილად არ არის ამ თემაზე საუბრის დღე. ეს არის დღე, როდესაც ის ფეხბურთელები იმსახურებენ შექებას, რომლებიც გვყავს და არაა სხვა გუნდის მოთამაშეებზე საუბრის დრო.

ანჩელოტი არის მწვრთნელი, რომელიც „რეალის“ სტილს ძალიან უხდება. ფეხბურთის გაგების და თითოეულ მატჩში სამაგალითო ქცევის გამო „რეალი“ და ანჩელოტი ერთმანეთს ძალიან კარგად ერწმის“, - თქვა პერესმა.

0.121868