ფეხბურთი

11:31 | 15.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

დეკუ: "ჩავის შესახებ კითხვის დასმას აზრი არ აქვს, მას ვენდობით"

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ „რეალთან“ მარცხის (1:4) შემდეგ განაცხადა, რომ ჩავის კლუბის ნდობა აქვს და მისი გათავისუფლება არ იგეგმება.

„ვერ შევძელით მათი შეჩერება. ხარისხიანი მოთამაშეები ჰყავთ და მათი განეიტრალება ვერ მოვახერხეთ, განსაკუთრებით სისწრაფეში. 2:1-ის შემდეგ შეგვეძლო სიტუაციის გაუმჯობესება, მაგრამ მესამე გოლმა ძალიან დაგვაზარალა. ამ ტიტულის მოგება გვინდოდა და მძიმე მარცხი განვიცადეთ, ვერ ვიბრძოლეთ, მაგრამ ეს ფინალი იყო. ახლა მხოლოდ წინ უნდა გავიხედოთ.

ჩავის მომავალი? ამ შეკითხვას აზრი არ აქვს, რადგან ამის დრო არ არის. მას ენდობა, როგორც პრეზიდენტი, ისე კლუბის მენეჯმენტი. მძიმე მარცხია და უნდა გავაანალიზოთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის“, - თქვა დეკუმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონა“ „ელ კლასიკოში“ უშანსოდ დამარცხდა და ტიტული ვერ მოიპოვა.

0.111199