„მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ „ტულუზასთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მინიმუმ ქულის მოპოვებას იმსახურებდნენ, მაგრამ მუშაობა უნდა გააგრძელონ და შედეგიც მოვა.
„მეც და მთელი გუნდიც იმედგაცრუებულია. გვინდოდა და ვიმსახურებდით მინიმუმ ერთი ქულის მოპოვებას. არის რაღაცები, რისი გაუმჯობესებაც უნდა მოვახერხოთ, რომ შემდეგ მატჩებით ქულები ავიღოთ. შეტევაში ცოტა სუსტად ვითამაშეთ, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და მოთმინებით ყველაფერი გამოგვივა. პირადად, დაბრუნებისას კარგი განცდები მქონდა, მაგრამ მერჩივნა, მატჩი მოგვეგო და გადამწყვეტი ვყოფილიყავი. განსაკუთრებით მატჩის ბოლოს, ისმაელ ტრაორეს დარტყმის შემდეგ კარგი შანსი მქონდა. ასეთია ფეხბურთი, უნდა გავაგრძელო მუშაობა, ეს ჩემთვის და გუნდისთვის მომგებიანი იქნება“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ „მეცს“ ბოლო ხუთ ტურში ქულა არ მოუპოვებია, რის შედეგადაც 16 ქულით უკვე მე-16 ადგილზე ჩამოქვეითდა, რაც გასავარდნი პლეი-ოფის ზონაა, წინ კი, 27 იანვარს, „ნიცასთან“ საგარეო მატჩია. მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 4 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი) და გუნდში ჯერ კიდევ მესამე გოლეადორია შეიკ საბალისა და აბდულიე ჯალოუს შემდეგ, რომელთა აქტივში 3-3 გოლია.