პსვ ეინდჰოვენი დიდებულ სეზონს ატარებს და ერედივიზიონში ზედიზედ მე-17 მატჩი მოიგო. ასეთი შედეგი შიდა ჩემპიონატებში არავის აქვს.
პეტერ ბოშის გუნდმა ბოლო ტურში „ექსელსიორი“ 3:1 დაამარცხა და 17 ტურში 17 გამარჯვება აქვს - არც ერთი დაკარგულა ქულა! შედეგად, პსვ 51 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „ფეიენოორდს“ 13 ქულით უსწრებს.
პსვ ეინდჰოვენს ნიდერლანდების ჩემპიონატი 2018 წლის შემდეგ არ მოუგია, თუმცა, მიმდინარე სეზონში ტრიუმფატორი რომ იქნება, ამაში ეჭვის შეტანა ალბათ, აღარ შეიძლება.