სხვა

22:24 | 13.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გერმანია დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა მეცხრე ადგილის ბადის ნახევარფინალში გერმანია 15:10 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სამი პერიოდის შემდეგ ალემანები იგებდნენ, მაგრამ ბოლო მეოთხედი ქართველებმა 7:1 მოიგეს და ამის ხარჯზე საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს.

5 გოლით საუკეთესო დუშან ვაშიჩი იყო. 2-2 გოლით გამოიჩინეს თავი სტეფან პიესივაჩმა, რეზი იმნაიშვილმა და ვალიკო დადვანმა, ხოლო თითო გოლი ბესარიონ ახვლედიანის, არტიომ ჯიხციარენკას, ნიკა შუშიაშვილის და გიორგი მაგრაქველიძის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრები 15 იანვარს, მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას დაასრულებს.

საქართველო - გერმანია 15:10 (1:2, 5:4, 2:3, 7:1)

0.121676