ფეხბურთი

18:22 | 13.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "კვარაცხელიას და ოსიმენს შორის ძმური ურთიერთობაა"

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი მაურო მელუზო ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და ვიქტორ ოსიმენის კონფლიქტს გამოეხმაურა.

როგორც მან თქვა, ხვიჩას და ნიგერიელს შორის ძმური ურთიერთობაა და ეს სიტუაცია მათზე გავლენას ვერ იქონიებს.

„ეს არის პირადი საქმე, არსებითად მასში შესვლა საჭირო არაა, გარდა იმისა, რომ ამ ორ ფეხბურთელს ძმური და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. გასაგებია, რომ კვარას აგენტის განცხადება ცოტა უადგილოა, მაგრამ ამას ჩვენს გასახდელზე არავითარი გავლენა არ ექნება. როდესაც ოსიმენი აფრიკის თასიდან დაბრუნდება, კვარას ჩაეხუტება. მათ შორის მართლაც შესანიშნავი ურთიერთობაა“, - თქვა მელუზომ.

0.106804