ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია ბანალური არასდროსაა და არც „მილანთან“ მატჩის წინ ყოფილა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ტრადიციულად იწუწუნა და აღნიშნა, რომ „რომას“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა არ შეუძლია, თუმცა, შეუძლებელს ახერხებს და სერია A-ში ოთხეულთან მხოლოდ 4 ქულა აშორებს.
„ზოგი ფიქრობს, რომ ჩემი სახელია ჟოზე ჰარი მოურინიო პოტერი, არა ჟოზე მოურინიო ფელიქსი. ჩემგან ყოველთვის ბევრს ელოდებიან, მეოთხე ადგილს 4 ქულა გვაშორებს, ვიბრძვით რაღაცისთვის, რაც თითქმის შეუძლებელია მეტოქეების დონის გათვალისწინებით, მაგრამ ბრძოლას გავაგრძელებთ, რადგან საოცარი ტიფოზები გყავს, ისეთი, როგორიც არსად მინახავს და ისინი იმსახურებენ, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს „რომასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.