კალათბურთი

13:30 | 13.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 9 მოხსნა და "ორლანდოს" მარცხი "მაიამისთან"

„ორლანდო მეჯიქი“ ბოლო დროს ცუდ ფორმაშია და პოზიციებს თმობს. გოგა ბითაძის გუნდმა მორიგი მარცხი სტუმრად „მაიამი ჰიტთან“ განიცადა დაძაბულ ბრძოლაში 96:99.

ქართველმა ცენტრმა 19 წუთში 2 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ შეტევაში მხოლოდ ერთხელ ისროლა ორქულიანი, რომელიც ზუსტი იყო.

„ორლანდოს“ პაოლო ბანკერომ ულიდერა 25 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით, ხოლო „მაიამიში“ ბემ ადებაიო გამოირჩა 21 ქულით, 11 მოხსნით და 7 პასით.

„ორლანდო“ 21 მოგებით და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო ტურში კი 14 იანვარს, „ოკლაჰომას“ ესტუმრება.

დღესვე, „სან ანტონიომ“ შინ „შარლოტი“ 135:99 დაამარცხა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა და დამსახურებულად მოიგო. სანდრო მამუკელაშვილმა 9 წუთი გაატარა პარკეტზე და თავის გუნდს 1 ქულით, 2 მოხსნით და 1 დაფარებით დაეხმარა (ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო).

„სან ანტონიო“ 7 მოგებით და 30 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 14 იანვარს, „ჩიკაგოსთან“ შინ გამართავს.

0.111598