„ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო. როგორც მთავარმა მწვრთნელმა ხავი კალეხამ თქვა, დამატებითმა გამოკვლევებმა უნდა აჩვენოს მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი.
„გიორგის დაბრუნების საკითხი ამ ეტაპზე შეჩერებულია და უნდა დაველოდოთ, რომ ტესტირება გაგრძელდეს, რათა გავიგოთ მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი“, - თქვა კალეხამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში სეგუნდა დივიზიონში 15 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.