სხვა

14:56 | 12.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელთან

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა სამსახურის ატაშე ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში კორანტენ ბოდინო, რომელსაც შეხვდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური. სამუშაო შეხვედრა ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს მოახლოეუბულ ოლიმპიურ თამაშებზე, ამ თამაშებთან დაკავშირებულ ერთობლივ ღონისძიებებზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარიზის თამაშების დაწყებამდე განხორციელდება რამდენიმე ერთობლივი პროექტი.

სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრა ჩვენი ოლიმპიელების მზადების მიმდინარეობის შესახებ, მადლობა გადაუხადა საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელს სტუმრობისთვის და მზაობა გამოთქვა აქტიური თანამშრომლობისთვის.

GEONOC.ORG.GE

0.133704