მიუნხენის „ბაიერნმა“ ლონდონის „ტოტენჰემიდან“ ერიკ დაიერი დაიმატა. გერმანულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ინგლისელმა მცველმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ვარიანტით. ერიკი „რეკორდმაისტერის“ ღირსებას 15-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
ერიკ დაიერმა კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო, 2014 წლიდან კი „ტოტენჰემის“ წევრი იყო, რომლის მაისურით 365 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.