ფეხბურთი

20:50 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო მოჯი: "გუნდში ჩემი ყოფნის შემთხვევაში ჯუღელის და ოსიმენის კონფლიქტი არ მოხდებოდა"

„იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ ის, რაც მამუკა ჯუღელსა და ვიქტორ ოსიმენს შორის მოხდა, არ მოხდებოდა კლუბში მისი მუშაობის პერიოდში.

„კლუბის მენეჯმენტში ჩემი ყოფნის შემთხვევაში არ მოხდებოდა, რაც მოხდა და კვარაცხელიას აგენტი ოსიმენზე ცუდად ვერ ისაუბრებდა. ჯუნტოლისთან ერთად „ნაპოლი“ იცით, როგორც მუშაობდა და ხედავთ, რაც ხდება მის გარეშე. შემდეგ ჯუნტოლი „იუვენტუსში“ წავიდა და ხედავთ, როგორ იყო „იუვე“ მანამდე და როგორ არის დღეს. არ ვიცი, როგორ მუშაობს „ნაპოლიში“ და დე ლაურენტისთან მაურო მელუზო, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ადამიანია“, - თქვა მოჯიმ.

ამრიგად, ლუჩანო მოჯიმ, რომელსაც „ნაპოლიშიც“ აქვს ნამუშევარი, კრისტიანო ჯუნტოლის ფაქტორი გამოყო, რომელმაც ზაფხულში „ნაპოლიდან“ „იუვენტუსში“ წასვლა ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა მამუკა ჯუღელი მასზე საუბრის გამო გააკრიტიკა და შეიძლება ითქვას, მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

0.108754