„დინამო ბათუმმა“ დღეს კიდევ ოთხი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა - ლევან ჟორდანია, დავით მუჯირი, ალეფ სანტოსი და ვანდერსონ სილვა.
ვანდერსონ სილვა 2020 წლიდან გორის „დილაში“ თამაშობდა, ისევე, როგორც ალეფ სანტოსი. თუმცა, ეს უკანასკნელი „დინამო ბათუმს“ დაუბრუნდა, რადგან „დილაში“ სწორედ ბათუმური გუნდიდან გადავიდა.
დავით მუჯირი ბოლოს „შუქურაში“ ირჯებოდა. ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის შვილია.
ლევან ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას ვაჟია და ბოლოს „გაგრას“ ღირსებას იცავდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმმა“ მანამდე ბოიან მლადიოვიჩი და ონორე გომისი (ისიც „დილადან“) დაიმატა.