ბრიტანელმა ჟურნალისტმა ენდრიუ ფრენჩმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს თამაშზე გავლენა ყოველთვის აქვს, მაგრამ ჯერჯერობით, არ იცის, გამოისყიდის თუ არა, მას სეზონის ბოლოს ინგლისური კლუბი.
„ის ყოველთვის სახიფათოა, როცა თამაშობს. მისმა ტემპმა სხვა გუნდებს პრობლემები შეუქმნა. ყოველ ჯერზე, როცა ის შეცვლაზე გამოდიოდა, თამაშზე დიდ გავლენას ახდენდა. პრობლემა ისაა, რომ ის გუნდში დამკვიდრებას მაშინ ცდილობდა, როცა სხვა ფეხბურთელებიც ფორმაში იყვნენ. საშობაოდ დატვირთულმა გრაფიკმა მას საშუალება მისცა ძირითად შემადგენლობაშიც ეთამაშა. გარდა ამისა, ახლა, როდესაც ედო კაიემბე აფრიკის თასზე სათამაშოდ წავიდა, ალბათ, ძირითადში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მიიღებს.
ჯერჯერობით, არაფერი მსმენია იმის შესახებ, რომ „უოტფორდს“ მისი გამოსყიდვა სურს. ამას ალბათ მომავალი თვეები გადაწყვეტს და ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს სეზონის დარჩენილ ნაწილში“, - თქვა ფრენჩმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.