ფეხბურთი

13:39 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს „რეალში“ გადასვლა შესაძლოა გუნდის გასახდელში პრობლემების დასაწყისი გახდესო

„ბარსელონას,“ „არსენალისა“ და „ჩელსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ პსჟ-ის თავდამსხმელის კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„მბაპე რომ ვიყო, საკუთარ თავს ვკითხავდი: „რეალში“ წასვლა რომ ნამდვილად მდომებოდა, ამას წელიწადნახევრის წინათ გავაკეთებდი, მაგრამ რატომ ახლა?"

წარმოგიდგენიათ ბელინგემის მდგომარეობა, თუ კილიანი მადრიდში აღმოჩნდება? კლუბს მოუწევს მისთვის ხელფასის გაზრდა. მბაპე ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება რაც ნიშნავს, რომ ის დიდ ფულს მიიღებს.

იცით როგორ მუშაობს ყველაფერი? საუკეთესო ფეხბურთელებს სურთ, სხვებზე მეტი გასამრჯელო მიიღონ. თუ ისინი გრძნობენ, რომ არსაიდან მოვიდა მოთამაშე, რომელიც მათზე მეტს გამოიმუშავებს, ეს შეიძლება გახდეს პრობლემების დასაწყისი გასახდელში“, - ციტირებს პეტის სიტყვებს talkSPORT.

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

0.115061