ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალმა“ „ატლეტიკო“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალში გავიდა.
უკვე ტრადიციულად ესპანეთის სუპერთასი ოთხ გუნდში თამაშდება და ტურნირს საუდის არაბეთი მასპინძლობს. პირველი ნახევარფინალი კი ძალიან საინტერესო გამოდგა, რაც მოსალოდნელი იყო.
მარიო ერმოსოს გოლით დიეგო სიმეონეს გუნდი სწრაფად დაწინაურდა, რასაც სწრაფადვე ანტონიო რიუდიგერისა და ფერლან მენდის გოლებით „რეალმა“ უპასუხა. ტაიმი მაინც ფრედ დასრულდა, რადგან ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა.
78-ე წუთზე ანტონიო რიუდიგერის ავტოგოლი „ატლეტიკო“ მეორედ დაწინაურდა და ფინალს მიუახლოვდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მეტიც, შემდეგ 3 უპასუხო გოლი გაუშვა. ანგარიში დანი კარვახალმა გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, რომლის მიწურულს სტეფან სავიჩის ავტოგოლით და ბრაიმ დიასის გოლით ანჩელოტის გუნდმა 5:3 გაიმარჯვა.
ამრიგად, „რეალი“ ფინალში გავიდა, სადაც მეტოქეს დაელოდება. 11 იანვარს მეორე ნახევარფინალში „ბარსელონა“ და „ოსასუნა“ შეხვდებიან.
„რეალი“ – „ატლეტიკო“ 5:3 დ.დ (2:2)
გოლები: 0:1 ერმოსო (6), 1:1 რიუდიგერი (20), 2:1 მენდი (27), 2:2 გრიზმანი (37), 2:3 რიუდიგერი (78, ა.გ), 3:3 კარვახალი (85), 4:3 სავიჩი (116, ა.გ), 5:3 დიასი (120)