თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში შოთა არველაძის „კარაგუმრუქმა“ „ქაისერისპორი“ 4:1 დაამარცხა და ქართველი სპეციალისტისთვის ეს პირველი მოგებაა თურქეთში დაბრუნების შემდეგ.
პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიქი შეასრულა მარკუს როდენმა, მეოთხე ბურთი კი კევინ ლაზანიას აქტივშია. აღსანიშნავია, რომ შოთა თავის დროზე „ქაისერისპორის“ თავკაციც იყო.
ზედიზედ სამი უგოლო მარცხის მერე არველაძის გუნდმა გამარჯვება იზეიმა და 16 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, „პენდიკსპორს“ უმასპინძლებს.