ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ განაცხადა, რომ მზადაა „ნაპოლის“ მწვრთნელობისთვის, მაგრამ მისთვის ეს სამსახური არავის შეუთავაზებია.
„ნაპოლის“ მწვრთნელობა? ეჰ, მგონი დროა, მე მზად ვარ, მაგრამ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. მართალი გითხრათ, ამის შესახებ არავინ დამკავშირებია. ერთადერთი რეალური, კონკრეტული კონტრაქტი „ბეშიქთაშიდან“ მქონდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ მათ ფერნანდო სანტუში აირჩია. „ნაპოლიში“ სიტუაცია ძალიან რთულია, სპალეტის გარდა, ჯუნტოლის და კიმის წასვლაც მძიმედ იწონის, შარშანდელთან შედარებით 22 ქულით ნაკლები უზარმაზარი ვარდნაა, გულშემატკივრები გაბრაზებული არიან“, - თქვა კანავარომ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო ნეაპოლელია და საფეხბურთო კარიერაც „ნაპოლიში“ დაიწყო. ის ბოლოს „ბენევენტოს“ მწვრთნელი იყო, საიდანაც მალევე დაითხოვეს.