რუმინეთის ნაკრებისა და „ჯენოას“ მცველის, რადუ დრაგუშინის სატრანსფერო საგა, როგორც ჩანს დასრულდა.
ფეხბურთელმა „ბაიერნს“ „ტოტენჰემი“ ამჯობინა და კარიერას ინგლისში გააგრძელებს. ინგლისელები იტალიელებს 30 მილიონ ევროს გადაუხდიან, საიდანაც 5-6 მილიონი ევრო „იუვენტუსს“ ერგება, სადაც დრაგუშინი „ჯენოამდე“ თამაშობდა. ნიჭიერი მცველის ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება.
რადუ დრაგუშინი „იუვენტუსის“ აღზრდილია, სადაც მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, შემდეგ ის განათხოვრებული იყო „სამპდორიასა“ და „სალერნიტანაში“, ხოლო „ჯენოაში“ 2022 წლიდან დღემდე 62 მატჩში 6 გოლი გაიტანა.