NBA-ში „ორლანდო მეჯიქმა“ „მინესოტას“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 92:113 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ ამ შეხვედრაში 16 წუთი ითამაშა, თავის გუნდს კი 2 ქულით, 6 მოხსნით, 1 პასით, 1 ჩაჭრით და 2 დაფარებით დაეხმარა. გოგამ 3 ორქულიანი ისროლა და მხოლოდ ერთი იყო ზუსტი. სხვა შემთხვევაში მას შეტევაში სროლა არ ჰქონია.
„ორლანდო მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს, სტუმრად „მაიამი ჰიტთან“ გამართავს.