„უნიონ ბერლინის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი „ფენერბაჰჩეს“ შეუთანხმდა. 36 წლის ფეხბურთელი ხვალ სტამბოლში ჩავა, რის შემდგომაც სეზონის ბოლომდე კონტრაქტს გააფორმებს.
ამ პერიოდის განმავლობაში ბონუჩი თითქმის 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მისი მთავარი მიზანი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა, რათა ზაფხულში ტიალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი „უნიონ ბერლინს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და დღემდე 9 შეხვედრაში თავის გამოჩენა 1 გოლით მოახერხა. ბონუჩის კარიერის საუკეთესო წლები 2010-2017 და 2018-2023 წლებში „იუვენტუსში“ აქვს გატარებული.