„მანჩესტერ სიტის“ მცველი კაილ უოკერი გუნდის კაპიტანად აირჩიეს - წერს Manchester Evening News.
მთავარი კაპიტნის თანამდებობა კლუბში მას შემდეგ დარჩა ვაკანტური, რაც გასულ ზაფხულს ილკაი გუნდოგანი „ბარსელონაში“ წავიდა.
წყაროს ცნობით, 33 წლის ინგლისელი „ქალაქელების“ მთავარი კაპიტანი გახდა, ვიცე-კაპიტანი კი კევინ დე ბრუინი.
უოკერი „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან გუნდში 27 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.