ფეხბურთი

12:48 | 9.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი: „ბეკენბაუერმა ყველაფერი ელეგანტურად და ხიბლით მოიგო"

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ფეხბურთის ექსპერტი გარი ლინეკერი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ფრანც ბეკენბაუერის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა. ყოფილი მცველი 78 წლის იყო.

„ძალიან შეწუხებული ვარ ფრანც ბეკენბაუერის გარდაცვალების გამო. ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს თამაშში. „კაიზერი" საოცარი მოთამაშე გახლდათ, რომელმაც ყველაფერი ელეგანტურად და ხიბლით მოიგო. განისვენე მშვიდად“, - წერს ლინეკერი სოციალურ ქსელში.

ბეკენბაუერმა გერმანიის ნაკრებში 103 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. ბუნდესტიმთან ერთად ფეხბურთელი 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 1972 წელს ევროპის ჩემპიონი.

0.108538