ფეხბურთი

11:23 | 9.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ოსიმენი დიდიე დროგბას შეადარეს

„მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ ყოფილ ფორვარდს, ემანუელ ადებაიორს სურს, პრემიერ ლიგაში „ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი იხილოს.

„მას აქვს სწორი დამოკიდებულება და ხასიათი და საკმარისად არის კონცენტრირებული წარმატებისთვის. ვლოცულობ, რომ ის პრემიერლიგაში წავიდეს და აჩვენოს, რისი გაკეთება შეუძლია. პრემიერლიგა არის ყველაზე რთული და საუკეთესო ლიგა მსოფლიოში.

ოსიმენმა თავი იტალიაში უკვე გამოიჩინა, ვფიქრობ, დადგა დრო, ინგლისში გადავიდეს, თავისი კერპი დროგბა შეცვალოს და ლამაზი სანახაობები შექმნას. მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ დროგბას მსგავსად გაითქვას სახელი და დაწეროს ისტორია ინგლისში“, - ციტირებს ადებაიორის სიტყვებს BBC.

ოსიმენი ნეაპოლიტანურ კლუბში ფრანგული „ლილიდან“ 2020 წლის შემოდგომაზე გადავიდა. „ნაპოლიმ“ ცოტა ხნის წინათ ოსიმენთან შრომითი ხელშეკრულების 2026 წლამდე გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

0.12164