ფეხბურთი

23:34 | 7.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას გოლი "პანათინაიკოსთან" (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიამ ათენის „პანათინაიკოსთან“ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის „პანეტოლიკოსი“ სტუმრად 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველი აქტიური იყო.

ლევანმა 0:2-ზე გამოიჩინა თავი, როცა ეფექტური დარტყმით 92-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მას გათანაბრებაც შეეძლო: 3 წუთის მერე ჯარიმა დაარტყა, თუმცა, მეკარემ აჯობა.

მიმდინარე სეზონში შენგელიას 13 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „პანეტოლიკოსი“ 14 ქულით მე-11 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 14 იანვარს, „არისს“ შინ დაუპირისპირდება.

0.114958