იტალიურმა მედიამ „ტორინოსთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა. „ნაპოლიმ“ ეს მატჩი 0:3 წააგო და ბუნებრივია, ქართველ ფეხბურთელსაც არ ჰქონია კარგი შეხვედრა. შესაბამისად, შეფასებებითაც დაბალი ქულები ერგო.
Tuttomercatoweb 5 ქულა: „ჩვეულებისამებრ გალიაში იყო. რაღაცას აკეთებს შეტევის წამოწყების ფაზაში, მაგრამ მოედნის ბოლო მეტრებში ბურთი არ ჰქონდა. შედეგი? არ აქვს გავლენა, რადგან კარიდან შორს ძალიან უჭირდა“.
Calciomercato 5 ქულა: „ძალიან ცოტაა. ვერ ქმნის უპირატესობას, ვერ ურტყამს. შესაბამისად, შავი მომენტიდან გამოსვლა უფრო რთული ხდება“.
Tuttonapoli 4 ქულა: „ნაპოლიში“ გადმოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ანონიმური თამაში ჰქონდა. მართლაც ამოუცნობი, როგორც მთელი გუნდი“.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 5 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ 28 ქულით მეცხრე ადგილამდე დაქვეითდა და 13 იანვარს, შინ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.