ფეხბურთი

16:37 | 7.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" დირექტორი: "კიტეიშვილს ასაკიდან გამომდინარე სხვა შეთავაზებებიც აინტერესებს"

ოთარ კიტეიშვილს „შტურმთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ეს საკითხი ავსტრიული კლუბისთვის მნიშვნელოვანია.

როგორც გრაცელთა სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა აღნიშნა, ახალი კონტრაქტის გაფორმება სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

„რა თქმა უნდა, კიტეიშვილი ჩვენთვის აბსოლუტურად საკვანძო მოთამაშეა, მაგრამ ისეთ ასაკშია, რომ მასაც სურს სხვა ვარიანტებს მოუსმინოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა, ინვესტიციებში ლიმიტი ჩვენც გვაქვს“, - თქვა შიკერმა ავსტრიულ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი „შტურმს“ 2018 წლის ზაფხულში „დინამო თბილისიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ ავსტრიული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

0.139332