ფეხბურთი

14:37 | 7.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სათამაშოდ 7 000 კილომეტრი იფრინეს და 0:12 წააგეს...

საფრანგეთის თასზე „გოლდენ ლიონმა“ სტუმრად „ლილთან“ ითამაშა და 0:12 წააგო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის სათამაშოდ სტუმრებს 7 000 კილომეტრის გავლა მოუწიათ.

9 საათიანი ფრენის შემდეგ მარტინიკის კუნძულების გუნდი ლილში ჩავიდა, სადაც ძლიერ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და არასაფეხბურთო ანგარიშით დამარცხდა.

მარტინიკა კარიბის ზღვის კუნძულია, რომელიც საფრანგეთის ეკუთვნის, ამიტომაც „გოლდენ ლიონი“ საფრანგეთის თასზე მონაწილეობდა.

0.136421