ჩოგბურთი

13:47 | 7.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ნადალი ტრავმის გამო ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ იასპარეზებს. ესპანელმა ჩოგბურთელმა, რომელიც ერთწლიანი პაუზის შემდეგ კორტზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, განაცხადა, რომ კვლავ ტრავმირებულია.

„ბოლო მატჩში მქონდა მცირე პრობლემა კუნთთან დაკავშირებით. MRI გამოკვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაქვს კუნთის მიკრო რღვევა, არა იმ ნაწილში, სადაც ტრავმა მანამდე მქონდა და ეს კარგი ამბავია, მაგრამ ამ ეტაპზე მზად არ ვარ 5-სეტიან მატჩებში კონკურენციისთვის. ვბრუნდები ესპანეთში, რათა ჩემს ექიმთან მივიდე, ვიმკურნალო და დავისვენო. ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიმუშავე დაბრუნებისთვის და როგორც აქამდე ვამბობდი, ჩემი მიზანია 3 თვეში ჩემს საუკეთესო დონეს მივაღწიო. სამწუხაროა ის, რომ მელბურნის საოცარი გულშემატკივრის წინაშე ვერ ვითამაშებ. ძალიან მინდოდა ავსტრალიაში თამაში და მომეცა საშუალება რამდენიმე შეხვედრა ჩამატარებინა, რამაც გამახარა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მალე შევხვდებით“, - დაწერა ნადალმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალს ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში ორჯერ, 2009 და 2022 წლებში აქვს მოგებული.

0.119717