„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასზე სათამაშოდ ემზადება და როგორც აღნიშნა, ნიგერიის ნაკრების მიზანი ტურნირის მოგებაა.
„ჩვენთვის ახლა მთავარია კოტ დივუარში წასვლა და აფრიკის თასის მოგება. მჯერა ამ გუნდის, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და თითებს ვაჯვარედინებთ, რომ ძალიან კარგ შედეგს მივაღწევთ“, - თქვა ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასის ჯგუფურ ეტაპზე გვინეას, კოტ დივუარსა და გვინეა-ბისაუს დაუპირისპირდება.