კალათბურთი

23:36 | 6.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის MVP-ის ტიტული და ანდრონიკაშვილის დებიუტი "სარაგოსაში"

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-17 ტურში „სარაგოსამ“ „ჟირონა“ 81:74 დაამარცხა, მატჩის MVP თად მაკფადენი გახდა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილს დებიუტი ჰქონდა.

მაკფადენმა 27 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან 2-დან 1 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება დაიმსახურა.

არაგონულ გუნდში ცოტა ხნის წინ ანდრონიკაშვილიც გადავიდა, რომელმაც ამ შეხვედრაში 5 წუთი ითამაშა და 1 პასი მიითვალა, მეტოქის კალათისკენ კი არ უსვრია. აღსანიშნავია, რომ მან თამაში ტრავმის გამო ვერ გააგრძელა.

„სარაგოსა“ 8 მოგებით და 9 წაგებით მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, „ჟუვენტუტს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.118557