ფეხბურთი

19:48 | 6.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი: "კაშიას და კანკავას წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველოდები"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა კონფერენს ლიგაზე ბრატისლავის „სლოვანთან“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მოუთმენლად ელოდება ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას წინააღმდეგ თამაშს:

„თავს შესანიშნავ ფორმაში ვგრძნობ. ვლადიმირ ვაისი 4 წელი იყო ჩემი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებში და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას უყვარს ქართველი ხალხი და მთელ საქართველოს უყვარს. გურამ კაშია და ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების ლეგენდარული კაპიტნები არიან, ორივეს 100-ზე მეტი მატჩი აქვს ნაკრებში. სამწუხაროა, რომ ამჯერად მათ წარმატებას ვერ ვუსურვებ, მაგრამ მოუთმენლად ველოდები მათ წინააღმდეგ თამაშს“, - თქვა კიტეიშვილმა.

0.115566