ფეხბურთი

16:31 | 6.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაძარი: "კვარაცხელია მსაჯებმა უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში VAR-ს აზრი არ აქვს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „ტორინოსთან“ მატჩის წინ ისაუბრა. მას ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ზედმეტად უხეშ თამაშზე, რასაც შემდეგნაირად უპასუხა:

„სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ბურთი სხვაგანაა და მის წინააღმდეგ უხეშობენ, იგივე ეხება ოსიმენის წინააღმდეგ თამაშსაც. როდესაც ქართველი ამ უხეშობაზე რეაგირებს, მას აფრთხილებენ. ყველა ჩემპიონი უნდა იყოს დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში VAR-ს აზრი არ აქვს. ეს ყველაფერი ღრმა ანალიზს საჭიროებს, ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას, მათ და არა მხოლოდ „ნაპოლის“ ძლიერ ფეხბურთელებს“, - თქვა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ – „ნაპოლის“ მატჩი 7 იანვარს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

0.120316