32 წლის ამერიკელმა შემტევმა ლენდონ დონოვანმა აშშ-ს ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა (აშშ – ეკვადორი 1:1). დონოვანმა მატჩის პირველი 40 წუთი ითამაშა, შემდეგ კი შეცვალეს.
შემტევმა კარიერის განმავლობაში ამერიკის ნაკრების მაისური 157-ჯერ მოირგო და 57 გოლის გატანა მოახერხა. ლენდონი აშშ-ს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.