ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველი ერიკ დაიერი მიუნხენის „ბაიერნში“ გადადის. ინგლისელი „დეზების“ უახლოეს მატჩში არ ითამაშებს.
მას „რეკორდმაისტერთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს და ახლა კლუბები უნდა შეთანხმდნენ. „ტოტენჰემი“ დათანხმდება ფეხბურთელის გაშვებას, როგორც კი, „ჯენოადან“ რადუ დრაგუშინის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწევს.
ერიკ დაიერმა კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ დაიწყო, 2014 წლიდან კი „ტოტენჰემის“ წევრია, რომლის მაისურით 365 შეხვედრაში 13 გოლი აქვს გატანილი.