ფეხბურთი

22:06 | 5.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ჟოაო კანსელო გამოაკლდა

„ბარსელონას“ ჟოაო კანსელო გამოაკლდა. პორტუგალიელმა ტრავმა „ლას პალმასთან“ მატჩში მიიღო.

კანსელოს მუხლი აქვს დაზიანებული და გამოჯანმრთელების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ შესაძლოა თებერვლის ბოლომდე ვერ ითამაშოს, რის გამოც „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩიც შეიძლება გამოტოვოს.

მიმდინარე სეზონში ჟოაო კანსელომ „ბარსელონას“ მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.125317