„ნაპოლის“ ანტონიო კონტეს ისევ უკავშირებენ. Sportitalia-ს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი იტალიელ სპეციალისტს შეხვდა.
„ნაპოლი“ კონტეს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა, ჯერ მოლაპარაკებები მხოლოდ საწყის ეტაპზეა. საუბარია იმაზე, რომ იტალიელმა „აძური“ ზაფხულიდან ჩაიბაროს, მიმდინარე სეზონს კი ვალტერ მაძარი ჩაამთავრებს.
თუმცა, წყაროს თანახმად, კონტეს ურჩევნია „მილანი“ ჩაიბაროს, რომელიც მისი სამსახურით ასევე დაინტერესებულია, თუმცა, „როსონერის“ ხელმძღვანელებთან პირდაპირი კონტაქტი ჯერ არ ჰქონია. გარდა ამისა, კონტეს „იუვენტუსს“ და „რომასაც“ უკავშირებენ, რომლებმაც სეზონის ბოლოს შეიძლება მწვრთნელები შეიცვალონ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ უარი ნოემბერში უთხრა, როდესაც გუნდის ჩაბარება სეზონის მიმდინარეობისას არ ისურვა.