საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე, რომელიც ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია, „ემპოლიში“ სამედიცინო შემოწმებას 5 იანვარს გაივლის.
ჯანლუკა დი მარციო ამასთან ერთად იტყობინება, რომ საბა იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და გუნდთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ „ემპოლიში“ თავის დროზე ლევან მჭედლიძეს და ირაკლი შეყილაძეს აქვთ ნათამაშები. ტოსკანელები ამჟამად სერია A-ში 18 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. იტალიაში ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი და საბა საზონოვი თამაშობენ.
19 წლის საბა გოგლიჩიძე „ტორპედოში“ 2019 წლიდან თამაშობდა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში კი 4 მატჩი აქვს ჩატარებული.