ფეხბურთი

20:38 | 4.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცოს აგენტი: "ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს, ზაფხულში სიტუაციას შევაფასებთ"

„ნაპოლის“ ფეხბურთელის, ჯოვანი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯუფრედიმ განაცხადა, რომ ზაფხულში მის კლიენტთან ერთად განიხილავს სიტუაციას და არ გამორიცხა, რომ დი ლორენცომ „ნაპოლი“ დატოვოს.

„კრიტიკა ფეხბურთის ნაწილია, დი ლორენცომ ეს იცის, რომელიც ძლიერი ბიჭია. მან ჩემპიონატი კაპიტნის რანგში მოიგო. ახლა ყველაფერი კარგად არ მიდის, მაგრამ ის პრობლემებს პირდაპირ ხვდება. ძალიან წუხს იმ სიტუაციისთვის, რომელსაც „ნაპოლი“ განიცდის. ვფიქრობ, ის იმ კრიტიკაზეც წუხს, რომელიც მის მიმართ ისმის. კრიტიკა ნორმალურია, მაგრამ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს.

ბოლო 4 წლის განმავლობაში მას თამაში არ ჩაუგდია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია. აქვს იდეალური სეზონი, მაგრამ არც ძალიან ცუდი. არ დაგვავიწყდეს, რომ „ნაპოლის“ პრობლემა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა, არამედ ზოგადად გუნდს აქვს რთული სიტუაცია. სამწუხაროა, რომ ადამიანებს მოკლე მეხსიერება აქვთ.

ივნისში განვიხილავთ სიტუაციას და გავაკეთებთ შეფასებებს. გავითვალისწინებთ კარგს და ცუდს, იმ მოკლე მეხსიერების ადამიანების გათვალისწინებითაც“, - თქვა ჯუფრედიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯოვანი დი ლორენცოს „ნაპოლის“ მაისურით დღემდე 207 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 15 გოლი გაიტანა.

0.112539