კალათბურთი

14:43 | 4.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ორი OVERTIME და დრამატული ფინალი: ბითაძე ძირითადში იყო, "ორლანდომ" ისევ წააგო (+VIDEO)

დრამატული გამოდგა "ორლანდო მეჯიქისა" და "საკრამენტო კინგსის" დაპირისპირება. NBA-ის მორიგი ტურის შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმი გახდა საჭირო და "მეჯიქმა" ზედიზედ მესამე მარცხი, ანგარიშით 135:138 განიცადა.

პაოლო ბენკერომ პირადპი რეკორდი დაამყარა და 43 ქულა ჩააგდო, თუმცა მე-3 ოვერტაიმში გადამყვანი სამიანი ააცილა და ეს გადამწყვეტიო გამოდგა.

ამ დრამატიზმით სავსე მატჩში მონაწილეობა მიიღო გოგა ბითაძემ, რომელიც ზედიზედ მესამედ, მიუხედავად ვენდელ კარტერის მზადყოფნისა, "ორლანდოს" სასტარტო ხუთეულში იყო. ამჯერად სათადარიგო კარტერმა ბითაძეზე უკეთესი სტატისტიკა აჩვენა. მან ერთმანეთის მიყოლებით, ბოლო პერიოდში 3 სამქულიანი ჩააგდო, რითაც ორლანდოელთა გაქცევას ხელი შეუწყო.

კარტერთან ერთად 3 სამქულიანი ჩააგდო "მეჯიქის" ღრმა სათადარიგო ჩუმა ოკეკემ და ორლანდო ძირითად დროში გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა მალიქ მანკმა ბოლო წამებზე (და კიდევ არაერთ ეპიზოდში) საკრამენტოელები გადაარჩინა.

ბითაძემ მოედანზე 28 წუთი გაატარა და 6 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ბითაძეს შესანიშნავი შანსი მიეცა, ორლანდო დაეწინაურებინა თუმცა მეორე ოვერტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, როცა ანგარიში თანაბარი (135:135) იყო, სამქულიანი აუცდა. მეჯიქის მეორე ცენტრმა, სათადარიგო ვენდელ კარტერმა 21 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

საკრამენტოში 37 ქულით მანკი გამოირჩა, თუმცა შთამბეჭდავი სამმაგი დუბლი გაიფორმა დომანტას საბონისმა – 22 ქულა, 23 მოხსნა, 12 პასი. ორლანდოს 19 მოგების წილ 15 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 6 იანვარს, დენვერში, ნაგეთსთან ელის.

0.123112